...ვისმინო თქვენი“** (). და რა გიკვირს, თუ იუდეველთა ლოცვა არ შეისმინებოდა, როცა იერემიაც კი, მათთვის რომ ევედრებოდა, იკიცხებოდა და ერთხელაც და ორჯერაც ესმოდა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“, რადგან „რამეთუ არა ვისმინო“ ()? და რა გიკვირს, თუ იერემიაც არ იქნებოდა შესმენილი? ამბობს: „თუნდაც ნოე, თუნდაც იობი, თუნდაც დანიელი იდგნენ, თავიანთ ძეებსა და ასულებს ვერ იხსნიან“ ()17. ამიტომ, ეს რომ ვიცით, მხოლოდ კი ნუ ვილოცებთ, არამედ ლოცვებთან ერთად თავი ღირსად მოვამზადოთ მისაღებად, რათა ახლანდელ და მომავალ სიკეთეებს მივაღწიოთ; და დე, ყველა ჩვენგანს ეღირსოს მათი მიღება.18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის...