...: „ნუთუ საკლველნი და მსხვერპლნი შემომწირეთ მე ორმოცი წელი?“ ამბობს უფალი (ამოსი 5:25; შდრ. საქმე 7:42)6. იერემიაც ამბობს: „ეს არ არის ის, რაც თქვენს მამებს ვუბრძანე“ ()7.
5.
რადგან ამგვარად დემონებსაც ემსახურებოდნენ, თვით ღმერთიც, რათა უფრო უძლურთათვის აქედან დაღუპვის არავითარი საბაბი არ გაჩენილიყო, ყველა წინასწარმეტყველის პირით განუწყვეტლივ ამას ამბობს. დემონები კი, როცა მსხვერპლს არ აძლევდნენ, მძვინვარებდნენ და განუწყვეტლივ აწვებოდნენ ადამიანებს, ქონის სუნსა და კვამლს ითხოვდნენ და ამბობდნენ: „ეს ხომ ჩვენ წილად ხვდა პატივად“. ღმერთს კი არც დასაწყისში უთხოვია ეს და, როცა უბრძანა კიდეც, აჩვენა, რომ ეს მისი სურვილით კი არ დაუშვა; და არა მხოლოდ ამით, არამედ იმითაც, რომ მალე გააუქმა მსხვერპლები და, როცა ისინი სრულდებოდა, არ იღებდა მათ; და ყოველივე ამით ცხადად აჩვენებდა, რომ მსახურების ეს...