მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 7:16

15. და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, - ყოველი თესლი ეფრემისი.16. და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.17. ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 7
16. და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება:

...ვისმინო თქვენი“** (). და რა გიკვირს, თუ იუდეველთა ლოცვა არ შეისმინებოდა, როცა იერემიაც კი, მათთვის რომ ევედრებოდა, იკიცხებოდა და ერთხელაც და ორჯერაც ესმოდა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“, რადგან „რამეთუ არა ვისმინო“ ()? და რა გიკვირს, თუ იერემიაც არ იქნებოდა შესმენილი? ამბობს: „თუნდაც ნოე, თუნდაც იობი, თუნდაც დანიელი იდგნენ, თავიანთ ძეებსა და ასულებს ვერ იხსნიან“ ()17. ამიტომ, ეს რომ ვიცით, მხოლოდ კი ნუ ვილოცებთ, არამედ ლოცვებთან ერთად თავი ღირსად მოვამზადოთ მისაღებად, რათა ახლანდელ და მომავალ სიკეთეებს მივაღწიოთ; და დე, ყველა ჩვენგანს ეღირსოს მათი მიღება.18

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...სთვის სასარგებლო არ იყო, ღმერთმა არ დაუშვა. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა რამეც, რაც არშესმენას იწვევს: როცა ცოდვებში ვრჩებით და ასე ვლოცულობთ.

ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). „ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?“ (). ამბობს: უღმრთოებისგან არ განდგომილან, შენ კი მათთვის ვედრებას აღავლენ? მაგრამ ამბობს: „რამეთუ არა ვისმინო“ (). კიდევ, როცა მტრების წინააღმდეგ ვითხოვთ, არა მხოლოდ არ შევისმინებით, არამედ ღმერთსაც განვარისხებთ. რადგან ლოცვა წამალია; მაგრამ თუ არ ვიცით, როგორ უნდა დავადოთ ეს წამალი, მის სარგებლობასაც ვერ მოვიმკით.

ამრიგად, ვნახოთ, რას ამბობს ესეც ლოცვისას: „უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე“ (...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...მოგვიტანოს. რა არგო იერემიამ იუდეველებს? განა მესამედ არ მივიდა ღმერთთან და მესამედ არ მოისმინა ეს აკრძალვა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო“ ()4? რა არგო საულს სამუელმა? განა უკანასკნელ დღემდე არ გლოვობდა მასზე და უბრალოდ ლოცვით კი არ შემოიფარგლებოდა?5 რა არგო ისრაელიანებს? განა არ ამბობდა: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა...“ ()? განა ყველანი არ დაიღუპნენ? მაშ, იტყვის ვინმე, არაფერს არგებს ლოცვები? არგებს, დ...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. შუამდგომლობა და პირადი მოვალეობა:

...არანაირი სარგებელი არ არის (მათი სათნოება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება, მაგრამ ჩვენთვის ამისგან სარგებელი არ იქნება ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო), — აი, მოისმინე, რას ეუბნება ყოვლის მეუფე დედის მუცლიდან განწმენდილ წინასწარმეტყველ იერემიას: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის... რამეთუ არა ვისმინო" (). შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა: წინასწარმეტყველს წინასწარ აფრთხილებს, რომ მან, ლოცვაში მოუსმენელმა, არ იფიქროს, თითქოს ეს საკუთარი ბრალის გამო მოხდა. ამიტომაც წინასწარ ეუბნება ხალხის უკეთურებასა და კრძალავს ლოცვას მათთვის, რათა თავად წინასწარმეტყველმაც იცოდეს მათი უკიდურესი უკეთურება, ხოლო მათაც ეცოდინოთ, რომ წინასწარმეტყველი არაფერში არ დაეხმარებათ, თუ თავად არ ინდომებენ საკუთარი ვალდებულების შესრულებას. ამის მცოდნენი, საყვარელნო, რასაკვირველია, მივმართოთ წმინდანთა შუამდგომლობას და ვთხოვოთ, ილოცონ ჩვენთვის, მაგრამ მხოლოდ მათ შუამდგომლობას ნუ ვენდობით, არამედ თავადაც ჯეროვნად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და ვიზრუნოთ საკუთარ გამოსწორებაზე, რათა ჩვენთვის წმინდანთა შუამდგომლობას ძალა არ დაეკარგოს. ასევე სხვა ადგილას უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: **„ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ... აღატყინებენ ცეცხლსა და... ნაყენ ცმელსა ქმნად...

სრულად ნახვა