მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 7:17

16. და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.17. ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?18. ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა, და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა, და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთა, რაჲთა განმარისხონ მე.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 7
17. ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...

ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). „ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?“ (). ამბობს: უღმრთოებისგან არ განდგომილან, შენ კი მათთვის ვედრებას აღავლენ? მაგრამ ამბობს: „რამეთუ არა ვისმინო“ (). კიდევ, როცა მტრების წინააღმდეგ ვითხოვთ, არა მხოლოდ არ შევისმინებით, არამედ ღმერთსაც განვარისხებთ. რადგან ლოცვა წამალია; მაგრამ თუ არ ვიცით, როგორ უნდა დავადოთ ეს წამალი, მის სარგებლობასაც ვერ მოვიმკით.

ამრიგად, ვნახოთ, რას ამბობს ესეც ლოცვისას: „უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე“ (). რას ნიშნავს: „უკუეთუ ვყავ ესე“ ()?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა და სხუათა ბოროტთა. მე-შინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: „არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა“.

ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და ტაცებად, ჭაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შექცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა?

არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა „გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად“? რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი?

იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა...

სრულად ნახვა