...რომ 9:20). ამიტომ წინასწარმეტყველიც საყვედურობდა იუდეველებს, რომ ისინი, უთვალავი ბოროტებით სავსენი, ღმრთის გზებს კადნიერად იძიებდნენ და ამბობდა: „ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ (). ამით ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც რომელიმე მსახური, რომელმაც ბატონს აწყენინა და უთვალავ ბრალდებაში იყო დამნაშავე: იმის ნაცვლად, რომ ბატონის რისხვა გაექარვებინა, თვით მას მოსთხოვდა ანგარიშს, რატომ გააკეთა ეს. ამიტომ ნუ ეძებ ამას, როცა ტირილსა და გლოვას და საკუთარ ბოროტებათა ჩამორეცხვას ტოვებ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს სათქმელი პასუხი არ მქონდეს, არამედ იმიტომ, რომ მინდა, ამ ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან საკუთარი ცხონების ზრუნვაში შეგიყვანო. მაშ, რის გამო ასე ბრძანა? ადამიანთა მოდგმის შეწყალების გამო. რადგან შრომა აქ განგვიწესა, სადაც ცხოვრება ხანმოკლეა; გვირგვინები კი მომავალისთვის შეინახა, სადაც საუკუნე დაუბერებელი და დაუსრულებელია....