...ც ზრუნვაა. ხოლო ვინც თავისიანებზე, და განსაკუთრებით სახლეულებზე, ანუ ნათესაობით დაკავშირებულებზე არ ზრუნავს, პავლეს თქმით, ურწმუნოზე უარესია. ამას ამბობს წინასწარმეტყველთა მთავარი ესაიაც: „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ ().
რადგან თუ ვინმე ნათესაობით ახლობლებსა და სისხლით დაკავშირებულებს უყურადღებოდ დატოვებს, სხვების მიმართ როგორ იქნება მოსიყვარულე? განა ყველანი დიდებისმოყვარეობად არ ჩათვლიან ამ საქმეს, როცა უცხოებს სიკეთეს უკეთებს, თავისიანებს კი უგულებელყოფს და არ ინდობს? ანდა რა, როცა სხვებს სარწმუნოებას ასწავლის, თავისიანებს კი ცდომილებაში უყურადღებოდ ტოვებს, თუმცა მათთვის სიკეთის კეთებაში უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო დიდი უფლება აქვს? სრულიად ასეა; განა არ იტყვიან: „მოსიყვარულენი არიან ქრისტიანები, რომლებიც თავისიანებს უყურადღებოდ ტოვებენ?“ და იგი, ამბობს, „ურწმუნოჲსა უძჳრეს“ () არის....