წინასწარმეტყველება ესაიასი 58:12
11. და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის, და განსძღე, ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი განპოხნენ, და იყო, ვითარცა მტილი დამთრვალი, და ვითარცა წყაროჲ, რომელსა არა მოაკლდის წყალი და, ძუალნი შენნი, ვითარცა მდელოჲ, აღმოსცენდენ და განპოხნენ და დაიმკჳდრონ ნათესავთა შორის ნათესავთასა.12. და აღეშენნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნებ ნათესავთა შორის ნათესავთასა, და გეწოდოს მაშენებელ ზღუდისა, და ალაგნი საშუალმყოფნი დააცხრვნე.13. უკუეთუ მოაქციო ფერჴი შენი შაბათთაგან არაქმნად ნებათა შენთა დღესა შინა წმიდასა, და უწოდი შაბათთა ფუფუნეულ წმიდა ღმრთისა შენისა, არა აღიღო ფერჴი შენი საქმესა ზედა, არცა სთქუა სიტყუაჲ რისხვით პირისაგან შენისა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 58