...იგი ახლოს არის მათთან, ვინც მშიერთათვის პურს ტეხს და მოწყალების საქმეს აკეთებს. თუ ამ გზით მიხვალ, იპოვი მას მზადმყოფს, შენს თხოვნაზე თანხმობით მომხრილს. რადგან ნათქვამია: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ“ (); და აღარ დაგჭირდება შუამდგომელი, არამედ შენ თვითონ წარადგენ ვედრებას.
„შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა“ (). რას აკეთებ, ადამიანო? ცოტა შემდეგ ხომ იტყვი: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (); აქ კი ითხოვ, რომ სამართლიანობის მიხედვით ისმინო? მაშ, რას ნიშნავს ნათქვამი? აქ „სიმართლეს“ კაცთმოყვარეობას უწოდებს; წმინდა წერილის მრავალ ადგილას შეიძლება ნახო, რომ „სიმართლე“ ამ მნიშვნელობით არის მიღებული, და სრულიად სამართლიანადაც. ადამიანებთან სამართლიანობა წყალობას მოკლებულია, ხოლო ღმერთთ...