ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა. შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ, ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და შჯულისა და ადგილისა ამისთჳს ძჳრსა ზრახავს და ყოველთა ყოველსა ადგილსა ამას ასწავებს (21,27-28).
თარგმანი: განგებულებითა საღმრთოჲთა მაშინღა მოვიდეს ასიაჲთ ჰურიანი, ოდეს პავლეს გულსავსე ექმნნეს იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი მრავალ დღე...