მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:2

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს.2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა:3. მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22
2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).:

...აქმ. 9:15), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა (3,3-4).

თარგმანი: საიდუმლოდ უწოდს მოქცევასა წარმართთასა, ვითარ თაყუანისმცემელნი ქვისა და ძელისანი ესოდენ მაღალთა შეემეცნნეს საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, რომელთა საზომი წინაჲთვე ეუწყა პავლეს, ვითარმედ მის მიერ მოქცეულნი იგი ესოდენითა ღმრთისმეცნიერებითა განმდიდრებად არიან, და ამის პირისათჳს დასაბამსავე ამის ებისტოლისასა მიუწერს ეფესელთა, არა ფრიადსა და შემსგავსებულსა თჳსისა მეცნიერებისასა, არამედ რაოდენსა დაიტევდა ძალი მათი, და რაოდენი კმა იყო გემოჲსსახილველად ნაკადულთა მათ მეცნიერებისა მისისათა, რომელთაჲ-ესე უფროჲს დაუკჳრდებოდენ გულისჴმისყოფით აღმომკითხველსა, რაჟამს ცნას, ვითარმედ სიმაღლე სიტყუათა ამათ ებისტოლისა...

სრულად ნახვა