მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:17

16. და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა.17. ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა18. და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22
17. ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალემდ და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა, და ვიხილე უფალი და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალემით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედა-მდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ (22,17-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან ხილულთა საქმეთა თჳსთა წარმოთქუმაჲ სრულ ყო, მოწამედ ქონებითა კაცთაჲთა, აწ ხილვასა წარმოუთხრობს, და ნაცვალად მოწამეთა, ტაძარსა და ლოცვასა შემოიღებს, ვითარმედ: არა ოცნება იყო, რომელი ლოცვით და განკჳრვებით იხილა ტაძარსა შინა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე გულის-სიტყჳთა კაცობრივითა ვჰგონებდ, ვითარმედ ისმინონ ჩემი ჰურიათა, რაჟამს მიხილონ მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ მოწაფედ ქრისტესსა; გულისჴმა-ყონ და თქუან, ვითარმედ უეჭუელად არათუმცა ეცნა მისთჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღმერთ არს, არამცა ქადაგებდა სახელსა მისსა, რომელსა პირველ სდევნიდა. არამედ ღმერთმან ესრეთ მრქუა: წარვედ ამიერ, რამეთუ არა ისმინონ შენი, და, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ზე-გეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე ნათესავთა და მეფეთა, ძეთა ისრაელისათა. და აწ ეტყჳს, ვითარმედ: არა მიითუალონ წამებაჲ შენი ჩემთჳს. ცხად არს, ვითარმედ ზეტჳრთვა არს ჴმა-მაღლად ქადაგებაჲ, ხოლო არა-შეწყნარებაჲ ქადაგებისაჲ — რაჟამს არა ისმენდენ. აწ უკუე ორივე ესე იქმნა, რამეთუ პავლეს ზე-ეტჳრთა სახელი ქრისტესი კადნიერად ქადაგებითა , ხოლო ჰურიანი არა ისმენდეს, ვითარ-ესე აწ სდევნიან და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის