მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:3

2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა:3. მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.4. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22
3. მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედა-მიწევნით მამულთა შჯულთა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს; რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, ვითარცა-ეგე მღდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ, კრულთა, რაჲთა იტანჯნენ (22,3-5).:

თარგმანი: ჰურიაობასა იტყჳს ნათესავით, ტარსუნს მობილობასა და იერუსალემს აღზრდილობასა, რამეთუ ფრიადითა მჴურვალებითა სწავლულებისაჲთა დაეტევა მშობელთა ქუეყანაჲ, და იერუსალემს რაჲ იზარდებოდა, არა ვაჭრობასა ანუ ჴელოვნებასა რასმე ისწავლიდა, არამედ სიმდაბლით დამორჩილებულ იყო ფერჴთა ქუეშე წარჩინებულისა მის მოძღურისა გამალიელისთა, რაჲთა ზედა-მიწევნით. ასწავოს, არა ვითარცა მწირსა და უცხო-თესლსა, არამედ ვითარცა ნათესავით ჰურიასა, გამოწულილვითი მეცნიერებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ, რომლისათჳს ვიდრე სიკუდილადმდე მოშერნე იყო. და ვითარ-ესე დღეს თქუენ ჩემ ზედა შურს იგებთო, ერსა მას ეტყჳს, ეგრეთვე მე ვსდევნიდ გზასა ჭეშმარიტისა მის გზისა და ცხორებისა ქრისტეს ქადაგებისასა, ვითარცა წინა-აღმდგომსა რასმე და დამჴსნელსა ჰურიათა შჯულისასა. ვინაჲცა არღარა სხუათა აღვსძრევდ, არამედ მე თავით თჳსით შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მორწმუნეთა ქრისტესთა, არა ხოლო მამათა, არამედ არცაღა დედათა ვჰრიდებდ უძლურებისათჳს ბუნებისა. ამის ყოვლისა მოწამედ თჳთ მღდელთმოძღუარსა მოიყვანებს და ყოველთა ხუცესთა, რომელთა წიგნებითა წარვლინებულ იყო დამასკოდ ტანჯვად ქრისტეანეთა.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა:

...ვეს შეგვაგონებს და ამბობს: „რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს" (). ყველაზე მეტად კი თვითონ აკეთებდა ამას: როგორც წერია, „ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა" (); ამიტომ ამის შემდეგაც ბუნებრივია, რომ კითხვას ყურადღებით ეკიდებოდა, რადგან ვინც სხვებს ამას შეაგონებდა, ჯერ საკუთარ თავს შეაგონებდა. ხედავ ხომ, რომ იგი განუწყვეტლივ წინასწარმეტყველთა მოწმობებს იშველიებს და მათში არსებულს განიხილავს; მაშ, პავლე კითხვას ყურადღებას აქცევს (რადგან წერილთაგან მოსამკელი სარგებელი მცირე როდია), ჩვენ კი უდებებას ვიჩენთ და ზერელედ ვისმენთ? და რამდენად დიდი სასჯელის ღირსნი არ ვიქნებოდით? ამბობს: „რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა" ().

2. ლმობიერი გაკიცხვა და ჭეშმარიტი ქვრივობა

ხედავ, რომ სურდა, ტიმოთე ამაშიც დიდი და საკვირველი გამხდარიყო? ამიტ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უმეცრების შეწყალება და მადლის გარდამეტება:

...:7), და ქრისტემ მაშინვე აღასრულა ის, რასაც თვითონვე ღმერთის ნიშნად ასახელებდნენ. მაშასადამე, ეს უმეცრებისა არ იყო. ხოლო პავლე სად იყო მაშინ? ვინმემ შეიძლება თქვას: „ფერჴთა თანა გამალიელისთა" (), და არანაირი საერთო არ ჰქონდა აჯანყებულ ბრბოებთან. ხოლო გამალიელი ისეთი კაცი იყო, რომელიც პირველობისმოყვარეობით არაფერს აკეთებდა. მაშ, ამის შემდეგ როგორღა აღმოჩნდა პავლე ბრბოსთან ერთად? ხედავდა, რომ მოძღვრება იზრდებოდა, უკვე მძლავრობდა და ყველანი მას ემორჩილებოდნენ. რამეთუ ქრისტეს დროს ხალხი ხან მასთან იკრიბებოდა, ხან კი მოძღვრებთან; ხოლო როდესაც ხალხი მოძღვრებისგან სრულიად გამოეყო, მაშინ უკვე პავლე, სხვათა მსგავსად, პირველობისმოყვარეობით კი არ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, არამედ მოშურნეობით.

რამეთუ რისთვის მიდიოდა იგი დამასკოში? ამ საქმეს დამღუპველად მიიჩნევდა და ეშინოდა, ქადაგება ყველგან არ გავრცელ...

სრულად ნახვა