„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().
1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო
სიტყვით ქალაქს კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთ; ამას მთელ წიგნში აკეთებს და აქაც იმავეს იქმს. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას...