მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 147:16

15. რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;16. დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;17. რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?
ფსალმუნნი თავი 147
16. დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().

1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო

სიტყვით ქალაქს კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთ; ამას მთელ წიგნში აკეთებს და აქაც იმავეს იქმს. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას მიენდონ. როცა ეს წინასწარ მოამზადა, შემდეგ დასძენს და ამბობს: „რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,“ (). რას ნიშნავს: „განაძლიერნა მოქლონნი“ ()? უსაფრთხოებაში დაგაყენა, ამბობს იგი, და დაუმარცხებლად გაქცია. „აკურთხნა შვილნი შენნი“ (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის