მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 147:19

18. მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;19. რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა.20. არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ
ფსალმუნნი თავი 147
19. რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა.
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().

1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო

სიტყვით ქალაქს კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთ; ამას მთელ წიგნში აკეთებს და აქაც იმავეს იქმს. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას მიენდონ. როცა ეს წინასწარ მოამზადა, შემდეგ დასძენს და ამბობს: „რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,“ (). რას ნიშნავს: „განაძლიერნა მოქლონნი“ ()? უსაფრთხოებაში დაგაყენა, ამბობს იგი, და დაუმარცხებლად გაქცია. „აკურთხნა შვილნი შენნი“ (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის