მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 147:13

12. აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,13. რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,14. რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ,
ფსალმუნნი თავი 147
13. რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().

1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო

სიტყვით ქალაქს კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთ; ამას მთელ წიგნში აკეთებს და აქაც იმავეს იქმს. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას მიენდონ. როცა ეს წინასწარ მოამზადა, შემდეგ დასძენს და ამბობს: „რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,“ (). რას ნიშნავს: „განაძლიერნა მოქლონნი“ ()? უსაფრთხოებაში დაგაყენა, ამბობს იგი, და დაუმარცხებლად გაქცია. „აკურთხნა შვილნი შენნი“ (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის