სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობენ: რატომ არსებობენ მხეცები?რატომ არსებობენ მორიელები?რატომ არსებობენ იქედნები?აჰა, ნაპოვნია ცხოველი, რომელიც უფრო მეტ ბოროტებას ავლენს, არა ბუნებით,...
...ლუკ 3:7). სხვა კი კვლავ ამბობს: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ ().სხვაგან კი იგივე ეს წინასწარმეტყველი ამბობს: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა“ ().და კვლავ: „გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა“ ().
რადგან ასეთია ბოროტება: ესოდენ დიდსა და ამდენი გვირგვინით შემკულ ადამიანს უგუნო არსებათა უღირსობამდე ჩამოაგდებს.ამიტომ ამ ფსალმუნშიც ბოროტების ორი სახე ამოირჩია, დანარჩენის განსჯა მსმენელებს დაუტოვა და ასე ნიშანს ადებს ამ ბოროტებებით შეპყრობილებს.რა იქნებოდა ადამიანზე უფრო უგუნური, რომელიც უაზროდ, ამაოდ და საკუთარი თავის საზიანოდ მთელ ქვეყნიერებას შემოურბენს და უსაზღვრო სიმდიდრეს აგროვებს არა თავისთვის, არამედ უცნობი სხვებისთვის, ხშირად კი მტრებისა და მზაკვრებისთვისაც?და კარგად თქვა: „დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი“ (...
...ველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქოს ეთქვა, რომ ყველა ადამიანი ერთი და იგივე ბგერებით (სიტყვებით) და ერთი ენით ლაპარაკობდა. ხოლო, რომ სწორედ მეტყველებაზეა ნათქვამი: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ", ისმინე, როგორ ამბობს წერილი სხვა ადგილას: „და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). ასე რომ, წერილი სიტყვით „ბაგე" ჩვეულებისამებრ მეტყველებას აღნიშნავს. „და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ" ().
2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4)
შეხედე, როგორ არ უყვარს ადამიანურ ბუნებას თავის საზღვრებში დარჩენა, არამედ ყოველთვის მეტს ეძებს და უმაღლესისკენ ისწრაფვის. ეს არის განსაკუთრებით ის, რაც ადამიანებს ღუპავს, რომ არ სურთ თავიანთი ბუნების საზღვრების ცოდნა, არამედ ყოველთვის მეტი სურთ და იმაზე ოცნებობენ, რაც მათზე მაღლა დგას. ამიტომაც ისინი, ვინც ამქვეყნიურ სიკეთეებს მიეჩვიეს, მაშინაც კი, როცა დიდი სიმდიდრითა და ხელისუფლებით ფლობენ, თითქოს თავიანთი ბუნება დაივიწყეს, ცდილობენ სულ უფრო მაღლა და მაღლა ავიდნენ, ვიდრე უღრმეს უფსკრულში არ ჩავარდებიან. ამას, როგორც ვხედავთ, ყოველ დღე ადგილი აქვს, და მაინც დანარჩ...
...ურ ვნებათა ტყვეობაში ჩავარდებიან, საღვთო წერილი მხეცთა სახელებს აძლევს, ისმინე, როგორ ამბობს ერთ ადგილას: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ" (). შეხედე, როგორ ზღვარგადასულ გარყვნილობის გამო უტყვის სახელს აძლევს (ადამიანს). სხვაგან კი: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). აქ მათ გულისხმობს, ვინც ამ მხეცის (ასპიტის) მზაკვრობასა და ეშმაკობას მიბაძავენ. კვლავ სხვებს მუნჯ ძაღლებს უწოდებს (ეს 56:10–11) და კვლავ ამბობს: „ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი" (), მათ გულისხმობს რა, ვინც სათნოების სწავლებისთვის ყურებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (). ხედავ, აქაც მათი ნების სიცბიერე მხეცის სახელით როგორ აღნიშნა? რა შეიძლება იყოს უბედურთაგან უბედურესი, ვიდრე უღმრთოებას მიცემული ადამიანები, როცა ისინი ადამიანის სახელსაც...