...ველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქოს ეთქვა, რომ ყველა ადამიანი ერთი და იგივე ბგერებით (სიტყვებით) და ერთი ენით ლაპარაკობდა. ხოლო, რომ სწორედ მეტყველებაზეა ნათქვამი: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ", ისმინე, როგორ ამბობს წერილი სხვა ადგილას: „და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). ასე რომ, წერილი სიტყვით „ბაგე" ჩვეულებისამებრ მეტყველებას აღნიშნავს. „და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ" ().
2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4)
შეხედე, როგორ არ უყვარს ადამიანურ ბუნებას თავის საზღვრებში დარჩენა, არამედ ყოველთვის მეტს ეძებს და უმაღლესისკენ ისწრაფვის. ეს არის განსაკუთრებით ის, რაც ადამიანებს ღუპავს, რომ არ სურთ თავიანთი ბუნების საზღვრების ცოდნა, არამედ ყოველთვის მეტი სურთ და იმაზე ოცნებობენ, რაც მათზე მაღლა დგას. ამიტომაც ისინი, ვინც ამქვეყნიურ სიკეთეებს მიეჩვიეს, მაშინაც კი, როცა დიდი სიმდიდრითა და ხელისუფლებით ფლობენ, თითქოს თავიანთი ბუნება დაივიწყეს, ცდილობენ სულ უფრო მაღლა და მაღლა ავიდნენ, ვიდრე უღრმეს უფსკრულში არ ჩავარდებიან. ამას, როგორც ვხედავთ, ყოველ დღე ადგილი აქვს, და მაინც დანარჩ...