ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა:
...თუ შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას; ესე უფროჲსად უძჳრეს არს, რომელ სრულიად საცნობელნი შენნი დაყოფილ არიან. განიფრთხვე და გულისჴმა-ყავ სენი იგი ბოროტი ცოდვისაჲ და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი არს კურნებისაჲ. არა გესმისა, რასა ჰგალობ დღი-თი-დღე? „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე“. აწ უკუეთუ საკუმეველისა წილ კუამლი სულმყრალობისაჲ აღვიდოდის შენგან და საქმეთა შენთაგან, ვითარმცა არა საშჯელსა მძიმესა ღირს იქმენ? რაჲ არს კუამლი იგი სულმყრალობისაჲ? მრავალნი მოვლენ ეკლესიად და ლმობიერად ლოცვისა წილ და ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერობასა ყრმათასა; რაჲ არს უკუე, არა გიკჳრსა, ვითარ არა ცეცხლი მოივლინების ზეცით, ანუ განეღების ქუეყანაჲ და დაანთქამს ესევითართა მათ?
ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო-გუცემს და მიგჳწოდს სინანულად. რასა იქმ, ჵ კაცო, შუენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა ღმრთისასა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:
...ობაჲ გაქუს მოყუასთა მიმართ და მოუჴდებით წმიდასა საკურთხეველსა და უჴრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა, რამეთუ არა შეგიწყნარებს თქუენ დიდებული იგი მეუფე, არცა შესაწირავსა თქუენსა შეიწირავს, არცა ლოცვასა ისმენს, რამეთუ ლოცვასაცა ეწოდების შესაწირავად, ვითარცა წერილ არს: „აპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ - მსხუერპლ სამწუხრო“; გარნა არცა შესაწირავი საჴმარ არს, არცა ლოცვაჲ, უკუეთუ არა პირველად ძმასა შენსა დაეგო და ესრეთ შესწირო ლოცვაჲ შენი. რამეთუ ყოველივე ამისთჳს იქმნა, ამისთჳს ღმერთი განჴორციელდა, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ჩუენ ერთობად მოგჳყვანნეს, და ყოველსა ადგილსა ამას გჳბრძანებს, ვითარცა-ესე აწ თქუა.
და კუალად ლოცვასა შინა იტყჳს ესრეთ: „მომიტევენო, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანამდებთა ჩუენთა“. მუნ შეწუხებულსა უბრძანებს მიტევებად მწუხარებისა მის, ხოლო აქა შემაწუხებელსა უბრძანებს მისლვად და დაგებად შეწუხებულისა, რაჲთა ორკერძოვე ქმნას მშჳდობაჲ ჭეშმარიტმან მან მშჳდობისმყოფელმან. და არა თქუა: უკუეთუ დიდ იყოს მწუხარებაჲ იგი, მაშინ მივედ და დაეგე, არამედ: „უკუეთუ მოგეჴსენოსო, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს“, რომელ-ესე მოასწავებს, ვითარმედ: და-ღაცათუ მცირე რაჲმე იყოს მწუხარებაჲ იგი და გულძჳრობაჲ,...
...ნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა"** (), — თავშეუკავებლობის ვნებას გაექცეს და უმანკოებაში ივარჯიშოს.
ენაშეუკავებელმა და განუსჯელად ყველაფერზე მოლაპარაკემ ნეტარ წინასწარმეტყველს მიბაძოს და თქვას: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა" (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გ...