...ენსა იესო და მას მირონი სათნოებისა სცხე. შენც ხომ მეგიძლია, იესოს, რომელიც კეთრისაგან გწმენდს, მირონი მოუმზადო და მას თავზე დაასხა. და რას წარმოადგენს ქრისტეს თავი? ეს მისი ღმრთეებაა, რომელსაც სათნოებათა კეთილსურნელება ეძღვნება, როგორც ნათქვამია: წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, უფალო (). ქრისტეს ღმრთეებას კეთილსურნელება სათნოებისაგან შედგენილი მირონისა შენც მიუძღვენი და აღიარე იგი არა მხოლოდ ჩვეულებრივ კაცად, არამედ ღმერთადაც და მაშინ სცხებ მის თავს ღმრთეების სურნელოვან მირონს ანუ იღმრთისმეტყველებ.
8-11. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. - მოწაფეებმა, რომელთაც მრავალი რამ სმენოდათ მოწყალების შესახებ და სიტყვას მასზე დიდადაც აფასებდნენ, ქალს უსაყვედურეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღმერთი საკუთარ პატივზე მეტად წყალობას ეძიებს. მაგრამ მან მოწაფენი იმის გამო, რომ ქალს შეუფერებელ დროს უსაყვედურეს,...