მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 139:9

8. უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.9. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.10. თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
ფსალმუნნი თავი 139
9. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,“ ().

1. ბოროტი კაცისგან დახსნის ლოცვა

სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობენ: რატომ არსებობენ მხეცები? რატომ არსებობენ მორიელები? რატომ არსებობენ იქედნები? აჰა, ნაპოვნია ცხოველი, რომელიც უფრო მეტ ბოროტებას ავლენს, არა ბუნებით, არამედ საკუთარი ნებით: ადამიანი. სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველი ყველაფერ იმათ გვერდს უვლის და ითხოვს, ამ ადამიანისაგან იქნეს დახსნილი. მაშ, რას ვიტყვით, მითხარი? რაკი ადამიანი ასეთია, ნუთუ არ უნდა შექმნილიყვნენ ადამიანები? მაგრამ ამის თქმა უკიდურესი უგუნურებაა; რადგან ადამიანს არაფერი აზიანებს, თუ არა მხოლოდ ცოდვა. როცა ცოდვა მოისპობა, ყველაფერი მსუბუქი, იოლი და მშვიდია; ხოლო როცა ცოდვა არსებობს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის