1.არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.2.ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.3.აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა.4.ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი.5.ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ ().
1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა
ეს ფსალმუნი დაბრუნების შემდგომ საქმეთა მდგომარეობაზეა ნათქვამი.რადგან ტყვეობიდან გათავისუფლებულები და ბარბაროსთა ქვეყნიდან...
...ფსალმ 103:32). და ესაიაც: „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი“ ().და სათნოების შესახებაც ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (). და კვლავ: „რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად“ ().ამიტომაც არყევს მიწას და, როცა მთებს ეხება, მათ კვამლს ადენს, რითაც თავის მეუფებას აცხადებს.
მზესაც აბნელებს და დაბნელებას ახდენს, ამით კი კვლავ თავის შემოქმედებით ძალას აცხადებს.წერილებშიც ხედავ მზეს, რომელიც უკან ბრუნდება, და მთვარეს, რომელიც მზესთან ერთად კვლავ ჩერდება, და მრავალ სხვა სასწაულს.რადგან მაშინ, როცა ღმერთის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, ეს ნიშნები ხდებოდა; ახლა კი ასეთი სწავლების საჭიროება აღარ არის, რადგან თვით მოვლენები ღაღადებენ და მეუფეს აჩვენებენ.ხედავ ეგვიპტეში სიბ...
...ბს? სულიწმინდით, ესე იგი, თუ სულიწმინდა ჩვენთან გვექნება; თუ მადლს არ განვადევნით, ჩვენთან იქნება.„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი“ ().სულიწმინდა არის ჩვენთვის კედელი, ეს არის სიმაგრე, ეს არის თავშესაფარი.თუ, მაშ, სულიწმინდა მკვიდრობს და თავადაც იცავს, რაღა საჭიროა დარიგება?იმისთვის, ამბობს, რომ იგი შევინარჩუნოთ, იგი დავიცვათ და ბოროტი საქმეებით არ განვდევნოთ.შემდეგ განსაცდელებს განმარტავს, არა იმიტომ, რომ მოწაფის დამხობა სურს, არამედ რათა წამოაყენოს: თუ ოდესმე მასაც შეემთხვევა ესენი, უცხოდ არ მოეჩვენოს, როცა მოძღვარს მიაპყრობს მზერას და გაიხსენებს ყველაფერს, რაც მოძღვარს შეემთხვა.
მაშ, რას ამბობს?რადგან მოსალოდნელი იყო, რომ შეპყრობილი მიტოვებული დარჩენილიყო, არანაირი კაცთმოყვარეობა, თანადგომა და დახმარება არ მიეღო, არამედ თვით მ...
...ჩანაფიქრი უბედურების მიზეზი. „მოვედით, — ამბობენ, — გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ". შეხედე, რით ფიქრობენ, რომ თავიანთი ნაგებობა განამტკიცონ, არ იცოდნენ რა, რომ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი" (). „და ვიშენოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთათჳს ქალაქი", — არა ღვთისთვის, არამედ თავიანთი თავისთვის. შეხედე, როგორ გაძლიერებულა უკვე უკეთურება! ყოვლისმომცველი წარღვნა ჯერ კიდევ ახლად ახსოვდათ, და აი, რა უგუნურებემდე მივიდნენ: „და ვიშენოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე". სიტყვით „ცადმდე" საღვთო წერილს სურდა, მათი თავხედობის უჩვეულობა გამოესახა. „და ვყოთ, — ამბობენ, — თავთა თჳსთად სახელი". ხედავ, სად არის ბოროტების ფესვი? დავიმსახუროთ, ამბობენ, საუკუნო ხსოვნა; ყოველთვის გვახსოვდნენ; ჩვენი საქმე და ქმნილება ისეთი იქნება, რომ არასდროს დაივიწყება! და ამას გავაკეთებთ „პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა". ვიდრე, ამბობენ, ერთად ვართ, ავასრულოთ ჩვენი ჩანაფიქრი, რათა მომავალ თაობებში საუკუნო ხსოვნა დავტოვოთ ჩვენი თავის შესახებ. ბევრია ახლაც ისეთი, ვინც ამ...