მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 126:2

1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.2. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.3. აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა.
ფსალმუნნი თავი 126
2. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
ფსალმუნი 126-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ ().

1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა

ეს ფსალმუნი დაბრუნების შემდგომ საქმეთა მდგომარეობაზეა ნათქვამი. რადგან ტყვეობიდან გათავისუფლებულები და ბარბაროსთა ქვეყნიდან დაბრუნებულები, როცა ქალაქი ნანგრევად ნახეს, გალავნები კი კოშკებთან ერთად მიწაზე დაყრილად, მათ აღმართვას შეუდგნენ; მაგრამ მრავალი სხვადასხვა მხრიდან ესხმოდა თავს და საქმეს უშლიდა, რადგან იუდეველთა კეთილდღეობის შურდათ და მათი წარმატებისა ეშინოდათ; შემდეგ, როცა ეს ხდებოდა, დრო ილეოდა და იმდენი დრო დაიხარჯა, რომ ტაძრის მშენებლობაში ორმოცზე მეტი წელი გავიდა; ამის საჩვენებლად თვით იუდეველებიც ამბობდნენ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე“ (), არა სოლომონის პირველ მშენებლობაზე ამბობდნენ ამას, არამედ ამ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის