მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 126:5

4. ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი.5. ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
ფსალმუნნი თავი 126
5. ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
ფსალმუნი 126-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ ().

1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა

ეს ფსალმუნი დაბრუნების შემდგომ საქმეთა მდგომარეობაზეა ნათქვამი. რადგან ტყვეობიდან გათავისუფლებულები და ბარბაროსთა ქვეყნიდან დაბრუნებულები, როცა ქალაქი ნანგრევად ნახეს, გალავნები კი კოშკებთან ერთად მიწაზე დაყრილად, მათ აღმართვას შეუდგნენ; მაგრამ მრავალი სხვადასხვა მხრიდან ესხმოდა თავს და საქმეს უშლიდა, რადგან იუდეველთა კეთილდღეობის შურდათ და მათი წარმატებისა ეშინოდათ; შემდეგ, როცა ეს ხდებოდა, დრო ილეოდა და იმდენი დრო დაიხარჯა, რომ ტაძრის მშენებლობაში ორმოცზე მეტი წელი გავიდა; ამის საჩვენებლად თვით იუდეველებიც ამბობდნენ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე“ (), არა სოლომონის პირველ მშენებლობაზე ამბობდნენ ამას, არამედ ამ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის