1.ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.2.უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.3.რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?4.ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.5.ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.6.მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.7.და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
„ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.“ ().
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი
სხვა ფსალმუნთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებული ზედაწერილი აქვს, აქ კი მრავალი ერთად შეკრებილი ერთი სახელით იწოდა: „აღსავალთა გალობა“, ან, როგორც სხვა მთარგმნელმა თქვა, „აღმასვლათა“.ზოგიერთნი კი მათ „აღსავლებსაც“ უწოდებენ.და, ამბობს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:
...ლისაგან გამოეჴუა და ექსორია იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, და მარადის იგლოენ, რამეთუ სურის საწადელისა მისთჳს მოქალაქობისა და ეწყინების უბადრუკი ესე ამის საწუთროჲსა დაუდგრომელობაჲ და ზე-ქუე კუეთებაჲ.
იხილე, ვითარ იგლოვს დავით და იტყჳს: „ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძა მე მწირობაჲ ჩემი, დავემკჳდრე მე მყოფთა თანა კედარისათა“, რომელ არს ბნელი, რამეთუ კედარი ბნელად გამოითარგმანების. ეხილვა გემოჲ ნათლისაჲ მის, რომლისაგან გამოვეჴუენით, ამისთჳს ამას საწუთროსა მწირობად სახელ-სდვა და სამკჳდრებელად ბნელისა და იგლოვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.
ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და...
...თ. რადგან თუნდაც სხვები გვებრძოდნენ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელნი ვიყოთ; მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: „სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ“ (); და კვლავ: „მოძულეთა თანა მშჳდობისათა“ (), „და მე ვიყავ მამშჳდებელ“ (); და კვლავ: „რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად“ ().
ხოლო მესამე ომს უხიფათოდ ვერ გაექცევი.რადგან როცა სხეული ჩვენში სულის წინააღმდეგ ამბოხდება, მძიმე სურვილებს აღძრავს და სხეულებრივ სიამოვნებებს, რისხვასა და შურს იარაღად აქცევს, ამ ომის დამთავრებამდე შეუძლებელია აღთქმული სიკეთეების მიღწევა; და ვინც ამ შფოთს არ აცხრობს, აუცილებლად დაეცემა და ისეთ ჭრილობებს მიიღებს, რომლებიც გეენაში სიკვდილს შობენ.ამიტომ ყოველდღე დიდი საზრუნავი და გულმოდგინება გვჭირდება, რათა ეს ომი არც აღიძრას ჩვენში და, თუ აღიძრა, არ დარჩეს, არამედ დაცხრეს და მიიძინოს.რ...