1.ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ2.წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?3.ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.4.კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;5.პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,6.ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,7.ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.8.ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.9.სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.10.სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.11.მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.12.უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,13.აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.14.შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;15.კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.16.ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.17.არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,18.არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
„შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.“ ().
1. სასარგებლო ჭირი და სულის ხსნა
და ვის არ უყვარს, როცა მას უსმენენ? ამბობს იგი.ბევრ ამქვეყნიურ ადამიანს.რადგან მათ სულაც არ სურთ იმის მოსმენა, რაც მათთვის სასარგებლოა; პირიქით, მოითხოვენ, რომ მათთვის უსარგებლო რამ მოხდეს, ხოლო როცა მოხდება, წუხან და დრტვინავენ....
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ:
...იდევ ახოვნად, რამეთუ შესუენებული იგი აღდგების უეჭუელად; მიიძინა შვილმან შენმან, არა თუ მოკუდა. ვინაჲთგან განღჳძებაჲ ეგულების და აღდგომაჲ და ცხორებისა უკუდავისა მიღებაჲ, არა ძილი არსა საქმე იგი? ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ“.
წინაჲსწარმეტყუელმან სულისა მიერ წმიდისა სიკუდილსა განსასუენებელ უწოდა და კეთილის-ყოფა, და შენ რასა იგლოვ? ეშმაკი იგლოვდინ, იგი გოდებდინ და ტიროდენ, ხედვიდეს რაჲ ცხორებად საუკუნოდ მისლვასა ჩუენსა; მისდა მიცემულ არს გლოაჲ საუკუნოჲ, ხოლო შენ, რომელი განსასუენებელსა მიმავალ ხარ და გჳრგჳნისა მოღებად გეგულების, რაჲსათჳს იგლოვ ამიერ განსრულსა მას ზედა? არა ხედავა, რავდენითა ბოროტითა სავსე არს სოფელი ესე და დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ წარემატების? და პირველითგანვე, გამო-რაჲ-ვისხენით სამოთხით, ჭირი და ურვაჲ დაგუესაჯა: ოფლითა პირისა ჩუენისაჲთა ჭამაჲ პურისაჲ2 და სულ-თქუმანი და მწუხარებანი და ჭირნი, და მიერითგან ესე სასჯელი მოვალს, და კუალად ამას ზედა ჩუენცა განვამრავლენით ცოდვანი, და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათჳს ესევითარი არაჲ გესმას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ: „წარჴდა სალმ...