მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 114:5

4. კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;5. პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,6. ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,
ფსალმუნნი თავი 114
5. პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).:

...ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისავე ნეტარებისა, რამეთუ ესერა მოწყალებაჲცა შემოიღო შორის და ჰნატრის მოქმედთა მისთა, რომელ-ესეცა მსგავსებად ღმრთისა აღგუამაღლებს, რამეთუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა წერილ არს: „მოწყალე არს უფალი და მართალ, და ღმერთი ჩუენი მწყალობელ“. აწ უკუე ვინაჲთგან შემსგავსებული სახელი არს ღმრთისაჲ მოწყალებაჲ და ჩუენ ესერა მოწყალებად გჳწესს უფალი, რაჲ სთქუა სხუაჲ წოდებაჲ ესე, გარნა მსგავსებად ღმრთისა წოდებაჲ, ვითარცა სხუასა ადგილსა განჩინებულად თქუა: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს“.

ეჰა საკჳრველი გამოუთქუმელი! ეჰა საიდუმლოჲ მოუგონებელი! სადაღა აღამაღლა ქუესკნელთა ქუეყანისათა შთასრული ესე ბუნებაჲ ჩუენი! მსგავსებად და შვილებად ღმრთისა მიმიწოდნა. დიდებაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა და კაცთმოყუარებასა მისსა! ამისთჳს, ჵ ღმრთისმოყუარენო, ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი და ნეტარებაჲ ესე მოწყალებისაჲ შევიტკბოთ, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ წყალობაჲ და მობაძავ მოწყალისა მის ვიქმნეთ.

ხოლო აქა არა მათ ოდენ უწესს მოწყალედ და ჰნატრის, რომელნი საფასეთა მიერ იქმან ქველისსაქმესა, არამედ მათცა, რომელნი სიტყუათა მიერ ჰყოფენ წყალობას...

სრულად ნახვა