მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 114:10

9. სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.10. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.11. მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
ფსალმუნნი თავი 114
10. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.“ ().

1. სასარგებლო ჭირი და სულის ხსნა

და ვის არ უყვარს, როცა მას უსმენენ? ამბობს იგი. ბევრ ამქვეყნიურ ადამიანს. რადგან მათ სულაც არ სურთ იმის მოსმენა, რაც მათთვის სასარგებლოა; პირიქით, მოითხოვენ, რომ მათთვის უსარგებლო რამ მოხდეს, ხოლო როცა მოხდება, წუხან და დრტვინავენ. რადგან სასარგებლო სწორედ ის არის, რაც ღმერთმა იცის და უწყის ჩვენთვის სასარგებლოდ, გინდ სიღარიბე თქვა, გინდ შიმშილი, გინდ სნეულება, გინდ სხვა რამ ამგვარი. ხოლო რასაც ღმერთი სასარგებლოდ სცნობს და მოგვცემს, სწორედ ის არის სარგებლის მომტანი. რადგან პავლესაც მოისმინე, რას ეუბნება: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (). <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის