მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 114:2

1. ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ2. წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?3. ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.
ფსალმუნნი თავი 114
2. წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.“ ().

1. სასარგებლო ჭირი და სულის ხსნა

და ვის არ უყვარს, როცა მას უსმენენ? ამბობს იგი. ბევრ ამქვეყნიურ ადამიანს. რადგან მათ სულაც არ სურთ იმის მოსმენა, რაც მათთვის სასარგებლოა; პირიქით, მოითხოვენ, რომ მათთვის უსარგებლო რამ მოხდეს, ხოლო როცა მოხდება, წუხან და დრტვინავენ. რადგან სასარგებლო სწორედ ის არის, რაც ღმერთმა იცის და უწყის ჩვენთვის სასარგებლოდ, გინდ სიღარიბე თქვა, გინდ შიმშილი, გინდ სნეულება, გინდ სხვა რამ ამგვარი. ხოლო რასაც ღმერთი სასარგებლოდ სცნობს და მოგვცემს, სწორედ ის არის სარგებლის მომტანი. რადგან პავლესაც მოისმინე, რას ეუბნება: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (). <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის