მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 114:7

6. ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,7. ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.8. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
ფსალმუნნი თავი 114
7. ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ:

...იდევ ახოვნად, რამეთუ შესუენებული იგი აღდგების უეჭუელად; მიიძინა შვილმან შენმან, არა თუ მოკუდა. ვინაჲთგან განღჳძებაჲ ეგულების და აღდგომაჲ და ცხორებისა უკუდავისა მიღებაჲ, არა ძილი არსა საქმე იგი? ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ“.

წინაჲსწარმეტყუელმან სულისა მიერ წმიდისა სიკუდილსა განსასუენებელ უწოდა და კეთილის-ყოფა, და შენ რასა იგლოვ? ეშმაკი იგლოვდინ, იგი გოდებდინ და ტიროდენ, ხედვიდეს რაჲ ცხორებად საუკუნოდ მისლვასა ჩუენსა; მისდა მიცემულ არს გლოაჲ საუკუნოჲ, ხოლო შენ, რომელი განსასუენებელსა მიმავალ ხარ და გჳრგჳნისა მოღებად გეგულების, რაჲსათჳს იგლოვ ამიერ განსრულსა მას ზედა? არა ხედავა, რავდენითა ბოროტითა სავსე არს სოფელი ესე და დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ წარემატების? და პირველითგანვე, გამო-რაჲ-ვისხენით სამოთხით, ჭირი და ურვაჲ დაგუესაჯა: ოფლითა პირისა ჩუენისაჲთა ჭამაჲ პურისაჲ2 და სულ-თქუმანი და მწუხარებანი და ჭირნი, და მიერითგან ესე სასჯელი მოვალს, და კუალად ამას ზედა ჩუენცა განვამრავლენით ცოდვანი, და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათჳს ესევითარი არაჲ გესმას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ: „წარჴდა სალმ...

სრულად ნახვა