...დება, არამედ თვითონ იკავებს ყოველივეს; მაგრამ ზეცა მის სახლად იწოდება, რადგან ბოროტებისგან ხალასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().
რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; თითქოს ისინი მისი განგებისგან დაცარიელებულნი და შემოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ. ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს, არანაკლებ - მის დროს მომხდარიც, და მის შემდეგ თითოეულ შემთხვევაში აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა. აბრაამიც, სპარსელი რომ იყო, შეიყვ...