...ისხვისა, ვითარმედ: უკუეთუ შენ შურს-იგებდე, დაგიყენებიეს ძლიერი იგი შურისგებაჲ ღმრთისაჲ, ყოვლად უძლურითა მით შურისგებითა შენითა, ხოლო უკუეთუ შენ არარაჲ მიაგო, მაშინ ადგილ-გიცემიეს ყოვლადძლიერისა მის შურისმგებელისადა, რომელი იტყჳს წიგნსა შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო" (). ამისთჳსცა, ვინაჲთგან შურისგებაჲ მისი არს, და შენდობაჲ — შენი, შეუნდევ ყოვლითა გულითა, რამეთუ ესე არს ადგილ-ცემაჲ რისხვისაჲ, მისი, რომელმან უწყის ჟამი ჯეროვნისა მიგებისაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ, ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას, და სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა (12,20).
თარგმანი: სიტყჳსა მიერ იგავთაჲსა არა ხოლო ბოროტისა მიგებად გუაყენებს, არამედ გამოზრდადცა გუაწუევს შიმშილსა და წყურილსა მტერისასა. ხოლო ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე, ამისთჳს მოჴსენებითა ნაკუერცხალისა შეკრებისაჲთა სწორებით მოშიშ ჰყოფს ბოროტისმოქმედსა მას, არღარა ბოროტისმოქმედებად, ხოლო ქველის-მოქმედსა მას — დაუყენებელად ყოფად მოწყალებისა.
მოციქულისაჲ: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,21).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემოჲთა მით ნაკუერცხლისა აღგზებითა ჯეროვნად შეაძრწუნა მ...