მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 32:8

7. მოიჴსენენ დღენი იგი საუკუნენი და გულისხმა-ყვენ წელიწადნი იგი. თესლითი თესლამდე ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.8. რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,9. და იყო ნაწილად უფლისა ერი თჳსი იაკობი, ნამთაულად სამკჳდრებელისა თჳსისა ისრაჱლი.
მეორე სჯულისა თავი 32
8. რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...დება, არამედ თვითონ იკავებს ყოველივეს; მაგრამ ზეცა მის სახლად იწოდება, რადგან ბოროტებისგან ხალასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().

რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; თითქოს ისინი მისი განგებისგან დაცარიელებულნი და შემოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ. ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს, არანაკლებ - მის დროს მომხდარიც, და მის შემდეგ თითოეულ შემთხვევაში აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა. აბრაამიც, სპარსელი რომ იყო, შეიყვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“ (18,10).:

...თჳს განწესებულ და უფროჲსღა ყოველთათჳს მორწმუნეთა. რამეთუ მოციქული იტყჳს დედაკაცისათჳს: „ჯერ-არსო დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა ზედა ანგელოზთათჳს“; და მოსე იტყჳს: „დაამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“. ხოლო აქა არა ანგელოზთა ოდენ იტყჳს, არამედ ანგელოზთა დიდთა; რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს ამით სიტყჳთა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად ამას გამოაჩინებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად ვიტყჳ წმიდათა და ღმრთისმოყუარეთა კაცთათჳს? არცა თუ ვინმე უდებებასა შინა რასმე იხილო, გიჴმს შეურაც...

სრულად ნახვა