...უშორებია1. ხოლო რამდენად მძიმე იყო მათთვის განცხრომა, მოისმინე მოსესგანაც, რომელიც ამბობს: „ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა“ (). არის კიდევ სხვა მიზეზიც. რადგან იმისათვის, რომ შეზღუდულნი ბოლოს ხარებზე მისულიყვნენ და ცხვრები დაეკლათ, ღმერთმა სამართლიანად, აპისისა და ხბოს გამო, დანარჩენთაგან შემოაკავა; რადგან ის უწმინდურია, უმადური, ბილწი და შეგინებული.
3. ღმრთისმსახურების სარგებელი და სიმდიდრის ამაოება
„ამას ასწავებდ“ (), „ამას იწურთიდ“ (); რადგან სიტყვები „იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა“ () სწორედ ამას ნიშნავს. მხოლოდ სხვებს კი ნუ შეაგონებ, ამბობს, არამედ შენ თვითონაც ამაში გქონდეს წვრთნა. რადგან ამბობს: **...