მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდომილ არს (15,12).
თარგმანი: აწღა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ზემოჲთგანვე დაწყებითა სიტყჳსაჲთა დასამტკიცებელ გუამთა აღდგომისა ჰყოფს აღდგომასა ქრისტესსა, რამეთუ იგი არს თავი, და ჩუენ — გუამ მისსა. ვინაჲცა უეჭუელად შეუდგს აღდგომასა თავისასა მის თანავე აღდგომაჲ ასოთაცა გუამისათაჲ.
მოციქულისაჲ: ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? (15,12).
თარგმანი: იხილე, ვითარ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე ზედა...

