მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:9

8. ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე.9. რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან.10. და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
9. რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა ამისათჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა (1,8).:

...ასიას შინა (1,8).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო შემთხუევაჲ ოდენ თქუა ჭირისაჲ, და არა ადგილიცა, ამისთჳს აწ ადგილსაცა იტყჳს, და მიზეზად არა-მისლვისა სიყუარულით ამას წინა-უყოფს, ვითარმედ: ამისთჳს დამეყოვნა, რომლისათჳს პირველსაცა ებისტოლესა შინა მიეწერა მათდა, ვითარმედ: "კარი განმეღო მე და მჴდომნი მრავალ არიან" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროსის ძალისა ჩუენისა (1,8).

თარგმანი: არს განსაცდელი დიდიცა, არამედ ძალისაებრი და არა დაუთმენელი; ხოლო აწ მოციქული სიდიდესა თანა ძალისა უზეშთაესობასაცა იტყჳს აწ შემთხუეულისა მისდა ჭირისასა.

მოციქულისაჲ: ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა (1,8).

თარგმანი: ესევითარსა ამას შიშსა სიკუდილისა მოლოდებისასა დავით ბჭედ უწოდს ჯოჯოხეთისა, სალმობად და აჩრდილად სიკუდილისა.

მოციქულისაჲ: არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა (1,9).

თარგმანი: ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ამისთჳს მომლოდეობაჲ იგი პავლეს გონებითა განჩინებულისა სიკუდილისაჲ ღმერთმან თანა-წარჰჴადა. ხოლო ამას ნუვინ ჰგონებს, ვითარმედ ამისღა სახისა მიერ განისწავლა მარადის სასოებით მოთმინებად გ...

სრულად ნახვა