თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე; რამეთუ თავი არს სიტყჳსაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 16:10
...ბს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელთა მიმართაც, როცა სწერდა, ამბობდა: „იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია“ (); და ყოველმხრივ იპოვიდა კაცი პავლეს ტიმოთესადმი დიდ სიყვარულს. ახლა მომხდარი სასწაულებიც ტიმოთეს კადნიერებას ცხადყოფს.
ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, რატომ სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო პავლესთან მყოფთაგან, რადგან მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მხ...
...ვსავე თჳსსა თანა შეაერთებს მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა. და იხილე სიმდიდრე სიყუარულისაჲ, ვითარ ოდესმე შვილად უწოდს, ვითარმედ: "ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ მმსახურა მე" (), და ოდესმე — თანამოქმედად, ვითარმედ "საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე" (). ხოლო აწ ძმად სახელ-სდებს, რაჲთა ყოველსავე შინა სარწმუნო ყოფაჲ მისი ყოველთა განუცხადოს.
მოციქულისაჲ: ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა (1,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა განმრავლებითად, არამედ ერთობითად ითქუმოდის, ვითარმედ: "ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა", რამეთუ უმრავლესსა ადგილსა ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა ერთად ეკლესიად სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი ერთობისათჳს სარწმუნოებისა.
მოციქულისაჲ: ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა (1,1).
თარგმანი: ყოველთა მოჴსენებითა პატივ-სცემს კორინთელთა, ვითარ საზოგადოდ ყოველნი მოიჴსენნა ებისტოლესა ამას შინა, ხოლო წმიდად სახელის-დებითა უჩუენებს, ვითარმედ ყოველსა, რომელსა უჴმდეს, რაჲთა თანაზიარ იყოს საეკლესიოჲსა შესაკრებელისა, პირველად ჯერ-არს მისსა, რაჲთა მოისპოს მისგან ყოველი მიწისა და ქუეყანისა საქმე, რომელი შორს განაგდებდეს მას წმ...