პავლეს მოციქულთა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი
მოციქულისაჲ: პავლე, ჩინებული მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).
თარგმანი: სიტყჳთა ამით, რომელი თქუა თუ "ჩინებული მოციქული", ამას მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე მათგანნი თჳსითა ნებითა მოძღურიდეს არა-კეთილად, ამისთჳს ესე შესძინა მოციქულმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე თჳთ არა ქმნილ ვარ თავით ჩემით მოციქულ, ვიდრემდის ჩინებულ ვიქმენ ღმრთისა მიერ, და ვითარ თქუენ იკადრებთ თავით თჳსით წინამძღურებასა ერისასა, რომელნი-ეგე...







