...აჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რამეთუ ვითარ-იგი პატივი, ეგრეთვე შეურაცხებაჲცა მათი ქრისტესდად მიიწევის, რომლისაცა იგინი ქადაგ არიან.
მოციქულისაჲ: ხოლო თავთა ჩუენთა — მონად თქუენდა იესუჲსთჳს (4,5).
თარგმანი: მონებასავე თანა მიზეზსაცა იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳთ თავთა ჩუენთა მონად თქუენდა, რამეთუ ესოდენ შეყუარებულ ხართ ყოველთა მეუფისაგან და მაცხოვრისა იესუჲსსა, ვიდრემდის მანვე პირველ აღმომაბრწყინვებელმან მსოფლიოჲსა ამის ნათლისამან განგანათლნა თქუენ.