თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ კაცთა მიმართ გაქუს მშჳდობაჲ, რომელნი-იგი მოძღურად აღგიარებიან, თქუენი ანუ თუ მათ მიერ გაქუს მადლი, რაჲ გერგოს, უკუეთუ ღმრთისა მიერ არა გაქუნდეს; არამედ მე ვილოცავ, რაჲთა მადლი და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მოვიდეს თქუენ ზედა, რომელი-იგი შემძლებელ არს განათლებად სულთა თქუენთა.
1 კორინთელთა მიმართ 1:3
თარგმანი: ყოველსავე ებისტოლესა შინა ესრეთ დასწერს, რაჲთა ყოვლისა პირველად ყოველსავე შინა მადლობაჲ ღმრთისასა გუსწავოს, რომელი ვერ-ვინაჲთ მოიგებვის სხჳთ, თჳნიერ ქრისტეს მიერ, რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ჯუარისა მიერ დამაგნა ღმერთსა და მამასა, ამისთჳს მისგან ლოცვით ჯერ-არს თხოვაჲ მშჳდობისაჲ. ხოლო კუალად ამისიცა ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ არა ბუნებით, არამედ მადლით უწოდს მამად ჩუენდა ღმერთსა მამასა.
...ამას?
იმიტომ, რომ ეს საქმე ყველგან აკრძალული არ არის; ზოგჯერ აუცილებელიცაა, უფრო კი ისეთიც არის, როცა არა ქადილით, არამედ სწორედ არქადილით ვხდებით უგუნურნი. ამიტომაც პავლე ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ (). რადგან ვინც ჯვრის გამო არ იქადის, ყველაზე უგუნურიცაა და ყველაზე ურჯულოც; ვინც რწმენის გამო არ იქადის, ყველაზე საწყალობელია; ხოლო ვინც ამათ გამო არ იქადის და კადნიერებით არ აღიარებს, იგი უთუოდ დაიღუპება. ამიტომაც მოციქული გაბედულად ამბობდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ ()....
...ლგვარ მხეცებს დაახრჩობს და აღარ დააბუდებინებს, იგი უწმინდესი და უღრმესი მშვიდობით დატკბება.
სწორედ ეს მშვიდობა გვიბოძა ქრისტემ, როცა მოვიდა; ამასვე უსურვებდა პავლეც მორწმუნეებს, როცა ყოველ ეპისტოლეში ამბობდა: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა“ (). რადგან ვისაც ეს მშვიდობა აქვს, არა მხოლოდ ბარბაროსისა და მტრისა არ ეშინია, არამედ თვით ეშმაკისაც კი; პირიქით, დემონთა მთელ ფალანგას დასცინის და ყველა ადამიანზე მხნეა: არც სიღარიბე აწვება, არც სნეულება და უძლურება ამძიმებს, არც ადამიანურ მოვლენათაგან მოულოდნელად შემთხვეული რაიმე აშფოთებს, რადგან სული, რომელსაც შეუძლია ეს ყოველივე ზედმიწევნით და სრულიად ადვილად მოაწესრიგოს, ძლიერი და ჯანმრთელი აქვს.
და რათა გაიგოთ, რომ ეს ჭეშმარიტია: ვთქვათ, ვინმე შურიანია და მას არავინ ეომება; რა სარგებელია? რადგან თვითონ ეომება საკუთარ თავს: თავის წინააღმდეგ ყოველ მახვილზე უფრო ბასრ ზრახვებს ლესავს, ყოველ ხილულს ეჯახება, თითოეული შემხვედრი ადამიანის გამო თვითონვე ივნებს, არავის მიმართ არის კეთილად განწყობილი, არამედ ყველას საერთ...