მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:31

30. მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,31. რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
31. რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისა: რაჲთა, ვითარცა წერილ არს, რომელი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენი (1,31).:

თარგმანი: ესე ყოველი ამისთჳს იქმნაო, რაჲთა არავის შეერაცხოს თავი თჳსი რადმე, არცა თავსა ზედა თჳსსა იქადოდის, არამედ ყოველი სიქადული ყოველთავე ღმრთისა მიერ აქუნდეს. რამეთუ, ვინაჲთგან ვიეთნიმე კორინთელთგანნი ზუაობდეს და იქადოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ქმნა ქრისტემან, ჵ კაცნო, რაჲთა არღარა ვზუაობდეთ თავთა ჩუენთა ზედა, არამედ ვიჴსენებდეთ, რაჲ ქმნა ჩუენ თანა ქრისტემან, და სიმდაბლით ვჰმადლობდეთ მას.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა, ვითარცა წერილ არს, რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის (1,31).:

თარგმანი: ზემო თქუმულთა ამათ პირთა საწამებელად შემოიღებს სიტყუასა ანნაჲსსა და იერემიაჲსსა, და ესრეთ ასწავებს კორინთელთა, რაჲთა თავისა თჳსისად არცა ერთი რაჲ შეერაცხოს წარმატებათაგანი, რამეთუ ესე არს უფლისა მიერ სიქადული.

ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...ამას?

იმიტომ, რომ ეს საქმე ყველგან აკრძალული არ არის; ზოგჯერ აუცილებელიცაა, უფრო კი ისეთიც არის, როცა არა ქადილით, არამედ სწორედ არქადილით ვხდებით უგუნურნი. ამიტომაც პავლე ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ (). რადგან ვინც ჯვრის გამო არ იქადის, ყველაზე უგუნურიცაა და ყველაზე ურჯულოც; ვინც რწმენის გამო არ იქადის, ყველაზე საწყალობელია; ხოლო ვინც ამათ გამო არ იქადის და კადნიერებით არ აღიარებს, იგი უთუოდ დაიღუპება. ამიტომაც მოციქული გაბედულად ამბობდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ ()....

სრულად ნახვა