მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
სიტყვა კ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალა იგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)

სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და...

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რჩული სულიერ არს (7,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მასწავლელი არს სათნოვებისაჲ და დამაყენებელი ცოდვისაჲ.

[მოციქულისაჲ: და მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა (7,14).

თარგმანი:] ...რამეთუ ესრეთ ვყვენით თავნი ჩუენნი კაცთა, უვნებელად დაბადებულთა, დავემორჩილენით ვნებათა ჴორციელთა და განვიფრდენით ცოდვათა შინა, რამეთუ სიკუდილსა თანა ვნებანიცა შემოვიდეს (ვითარ: რისხვაჲ, მწუხარებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი). ამათ შინა შთავვარდით ადამის...

სარჩევი

ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი.( მათ. 7, 15 - 16).

ამ სიტყვებით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუთა წინასწარმეტყველთა, ესე იგი ცრუთა მოძღვართა, მასწავლებელთა, რომელნი არა ჭეშმარიტებასა გვასწავლიან, არამედ სიცრუვესა, ღვთისაგან გამოცხადებულის სჯულის და სიტყვის წინააღმდეგსა სწავლასა.

ახლა სწორედ...

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).

თარგმანი: არა ბუნებით უკეთურად უწოდს გუამსა, არამედ ამას...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (7,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი? ერ-თად, ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა მისისა; და მეორედ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანამოასწავა, რამეთუ არა არს სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი,...

სარჩევი
თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეყუარებული უფლისა მიერ სარწმუნო ყოფად. მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,24-26).

თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ...

სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულისა თჳსისათჳს, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ უნდეს ყოფად, რაჲ უნდეს, ყავნ; არა ცოდა, აქორწინენ. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ იყოს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე დაამტკიცა გულსა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწული, კეთილად ყოს, რამეთუ, რომელმან აქორწინოს თჳსსა მას ქალწულსა, კეთილადვე ყოს, და რომელმან არა აქორწინოს, უმჯობეს ყოს. დედაკაცი კრულ არს, რავდენჟამ ცოცხალ იყოს ქმარი მისი. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს მისი თუ ქორწინებაჲ, გარნა უფლისა მიერ. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ, რამეთუ ვჰგონებ მე, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,36-40).

მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი“ (7,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წესისაებრ ბუნებითისა უმეტესად ჯერ-იყო მწუხარებაჲ სიძნელისა მისთჳს თქუმულთაჲსა და შეურვებაჲ სიმაღლისა მისთჳს დიდებულთა მათ მცნებათაჲსა. არამედ ესოდენ იყო ძალი სახიერისა მის მოძ-ღურისა და მეუფისაჲ, ვიდრეღა საკჳრველებად შეცვალნა გონებანი მათნი, და ესოდენ დაუტკბეს სიტყუანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაცა სუროდა კუალად სმენად მოძღურებისა მის და...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ...

სარჩევი