და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით მათ (ლუკ. ვ, ლა)
ზნეობითსა მოვალეობასა, ანუ თანამდებობასა კაცისასა, საღმრთო წერილი გაყოფს ორ ნაწილად: ერთი არის მოვალეობა კაცისა ღვთისა მიმართ. სიტყვათა მათ შინა, რომელნი ჩვენ გვესმა დღეს წაკითხული სახარებითგან, მაცხოვარი მოკლედ გამოსთქვამს, რა სახით შესაძლო არს აღსრულება მეორისა მოვალეობისა, ესე იგი, მოყვასთა მიმართ: და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით. ესე...

