1. სულიერი საუნჯის ძიება
კვლავ დღესაც, თუ ინებებთ, გუშინდელი ნათქვამის შემდგომს მივუბრუნდეთ და შევეცადოთ, აქედან სულიერი სწავლება გამოგაცნოთ. დღევანდელ საკითხავშიც (შესაქმის წიგნიდან) დიდი ძალაა დაფარული, ამიტომ საჭიროა, ჩავუღრმავდეთ და, ყოველივეს გულმოდგინედ განვიხილოთ, სარგებელი გამოვიტანოთ. თუ ისინი, ვისაც ზღვაში ძვირფასი ქვების პოვნა სურთ, ამდენ შრომასა და სიძნელეს იტანენ, წყლის მძვინვარე ნაკადს მიეცემიან, ოღონდაც საძებარი იპოვონ, მით უმეტეს ჩვენ უნდა დავძაბოთ ყურადღება და გამოვიძიოთ,...












