მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

1. სულიერი საუნჯის დაცვა და ფხიზლება

აჰა, დღესაც თქვენ წინაშე, საყვარელნო, ნეტარი მოსეს სიტყვებით გამზადებულ ტაბლას წარმოვადგენთ და გულდასმით განვიხილავთ, რა შექმნა უფალმა მესამე დღეს. თუკი ოქროს მადნის მთხრელნი, ოქროს ძარღვებს რომ შეამჩნევენ, ამ საქმეს არ ანებებენ მანამ, სანამ მიწას ამოთხრიან, სიღრმეში ჩავლენ და იქიდან მეტ ოქროს არ ამოიღებენ, — მით უმეტეს ჩვენ, ვინც არა ოქროს ვეძიებთ, არამედ გამოუთქმელ საუნჯეს ვეძებთ, ყოველდღიურად უნდა ვიძიებდეთ მას, რათა ამგვარად დიდი სულიერი სიმდიდრე...

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

ეფესელთა მიმართ ებისტოლე

ესე ებისტოლჱ ჰრომით მიუწერა. არა ეხილნეს იგინი ჯერეთ, არამედ ასმიოდა მათთჳს. ხოლო ესე იყო მიზეზი, რამეთუ ეფესელთა ჰრწმენა ქრისტჱ კეთილად, და სუროდა, რაჲთამცა მოციქულისა პავლეს სიტყუანი ესმნეს. ესე ცნა და ამისთჳს მიუწერა.

პავლესი: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი (1,9).

თარგმანი: საიდუმლოჲ ესე, ვითარმედ კაცი ზეცად აღიყვანოს.

პავლესი: თავად-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (1,10).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ინება...

თავი ბ̂. დიოტროფოჲს სიხენეშისათჳს და ძმათმოძულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს; სიტყჳთა ბოროტითა გუგმობს ჩუენ, და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა, და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს (1,9-10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა...

მოციქულისაჲ: ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა სულიერითა (1,9).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გუესმა სარწმუნოებაჲ თქუენი და სიყუარული, არა დავსცხრებით შეწევნად თქუენდა ლოცვათა შინა ჩუენთა, და ვითხოვთ დამტკიცებასა თქუენსა ყოველსავე ზედა, რომლისათჳს ჯერეთ დაუმტკიცებელ ხართ და სრულ მისსა მიმართ, რომელსა ზედა არღა სრულ ხართ, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“; ...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამისთჳს, ჵ სასურველნო შვილნო, მცირედმცირედ დაგიგებთ თქუენ საშუებელსა მას წმიდათა წერილთასა და არა ყოველსავე ერთბამად გეტყჳთ, რაჲთა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქუმულთა მათ დამარხვად. რამეთუ რომელი-იგი კედელსა აღაშენებნ, და ვიდრე ერთი ქვაჲ არა დაამტკიცის, სხუაჲ დადვის თუ მის ზედა, იგი უჴმარსა კედელსა აღაშჱნებს, ხოლო რომელი პირველ დადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს და...