მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
ებრაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

ებრაელთა მიმართ

ესე მიუწერა იტალიით მოციქულმან პავლე, ვინაჲთგან ქადაგა სახარებაჲ, და მიუწერა წარმართთაგანთა ებისტოლეები და აწ მიუწერს ყოველთა წიწადაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რამეთუ იტოდეს თუ: რჩულისაცა მოსესისა კეთილ არს დამარხვაჲ. ამისთჳს მიუწერა ესე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დასცხრა რჩული ქრისტეს მოსვლითა. ხოლო დაწერა მან ესე ებისტოლჱ ებრაელთა ენითა და უკუანაჲსკნელ კლემენტოს ჰრომმან თარგმნა ბერძულსა ენასა. ხოლო ამისთჳს არა თქუა თავსა ზედა თჳსი სახელი, ვითარცა სხუათა ებისტოლეთა, რამეთუ...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი...

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რომელი გამოჩნდა ძედ ღმრთისა (1,4).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგ შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და სულისა მის მიერ, რომლითა მოგუეცა სიწმიდე, (და) ადგომისა მიერ, რომლითა დაჴსნდა (მძ)ლავრებაჲ სიკუდილისაჲ. ამის ყოვლისა მიერ გამოჩნდა ჩუენ შორს, ესე იგი არს, (ვითარმედ):...

სარჩევი