მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

თარგმანი: დიდი ქებაჲ წარმოთქუა ფიბესი, და ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომელი-იგი თანადამდგომ ექმნა და განუსუენა სანატრელსა მას სულსა პავლესსა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ...

სარჩევი
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა ქრისტეს მიერ; კითხვაჲ არქუთ ორბანოს, თანაშემწესა ჩემსა ქრისტეს მიერ, და სტაქჳს, საყუარელსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ. კითხვაჲ არქუთ ეროდიანეს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისესგანთა მათ უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას საყუარელსა, რომელი ფრიად მაშურალ არს უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ რუფოს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასაცა მისსა და ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატროვას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა. კითხვაჲ არქუთ ფილოლოღოს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი, გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მოძღურებისა მის, რომელი-იგი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითართა მათ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონიან, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი. ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ იყავნ. მიხარის თქუენთჳს. მნებავს უკუე თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო ბოროტისათჳს. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ. გიკითხავს თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკა და იასონ და სოსიპატროს, თანაშემწენი ჩემნი. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ. გიკითხავს თქუენ გაიოს, მოსტუმრე ჩემი და ყოველთა ეკლესიათაჲ. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ და კუარტოს, ძმაჲ ჩემი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,8-24).

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მწუხარებისა მძლავრებაჲ, და დიდი ახოვნებაჲ გჳღირს ამის ვნებისა წინააღდგომად და რაჲთა რომელი-რაჲ არს მის თანა საჴმარი, იგი მოვიღოთ და სხუაჲ დაუტევოთ, რამეთუ აქუს საჴმარიცა რაჲმე. რაჟამს ცოდვათათჳს ვწუხდეთ, მაშინ კეთილ არს, ხოლო...

სარჩევი

აღსდგა, არა არს აქა, აჰა ადგილი, სადა დასდვეს იგი (მარკ. 16,6)

ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რა ნაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა.  არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი! დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, როგორც სხვანი ყოველნი საჭირონი სწავლანი და...

სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ( ლუკ. 16, 10).

დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთა იმ საგანზედ, რომელსა გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ახლა მოყვანილსა სიტყვასა შინა: სარწმუნო იგი მცირესა ზედა... მახლობელი და პირდაპირი აზრი ამ სიტყვისა არის უბრალო და ცხადი: აქ მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ კაცი, სარწმუნოდ და პატიოსნად აღმასრულებელი ყოველი მცირე საქმისა და...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).

რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ...

სარჩევი