მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

[თ. 15 მ. 1-10]

1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;...

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი,...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).

„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა...

სარჩევი
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რამეთუ ქრისტჱ არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე მისა, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო და არამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა უნდა, და თჳსისამცა თავისა საქმესა ეძიებდა, არამედ არა ინება, არამედ ჩუენსა ეძიებდა და თჳსი შეურაცხ-ყო.

პავლესი: რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ ყოფილსა წინადაცუეთილებისა (15,8).

თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "ქრისტჱ მსახურ წინადაცუეთილებისა", ამას იტყჳს, ვითარმედ მოვიდა იგი და...

1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)

დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის...

ლუკ. 15. 11-32

ვგონებ, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, რომ თქვენ ყოველთა ყურადღებით მოისმინეთ დღეს წაკითხული სახარებისაგან იგავი უძღებსა შვილსა ზედა და გახსოვსთ, რა იყო თქმული მას შინა. ამისთვის არ გავიმეორებ მას ეხლა თქვენს წინაშე, არამედ ვეცდები გამოვიყვანო მისგან ის სწავლა, დარიგება, რომელსა ჩვენ იმითი გვაძლევს მაცხოვარი.

იგავი ესე ვრცელი, მშვენიერი და ფრიად აღმაშენებელი, უწინარეს ყოვლისა შეგვაგონებს ჩვენ რა სახით, რა ზომად დაეცემა, გაფუჭდება ცხოვრება და ზნეობა კაცისა მის, რომელი...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო...

სარჩევი

განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ...

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდომილ არს (15,12).

თარგმანი: აწღა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ზემოჲთგანვე დაწყებითა სიტყჳსაჲთა დასამტკიცებელ გუამთა აღდგომისა ჰყოფს აღდგომასა ქრისტესსა, რამეთუ იგი არს თავი, და ჩუენ — გუამ მისსა. ვინაჲცა უეჭუელად შეუდგს აღდგომასა თავისასა მის თანავე აღდგომაჲ ასოთაცა გუამისათაჲ.

მოციქულისაჲ: ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? (15,12).

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე ზედა...

სარჩევი
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული...

სარჩევი
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუჲს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).

მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).

თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა...

სარჩევი
სიტყვა უძღების კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და აღსდგა და მივიდა იგი მამისა თვისისა (ლუკ. 15. 20)

აწინდელი სახარება გვიქადაგებს ჩვენ სინანულსა, მით რომ დაგვიხატავს ცხოველად სინანულსა უძღებისა შვილისასა. არ შეგვიძლია ჩვენ დღეს ვრცლად, ყოვლის კერძოდ, ავხსნათ მშვენიერი ესე იგავი, თქვენს წინაშე წაკითხული, მხოლოდ აღვწერ ერთსა კერძოსა სინანულისასა.

სინანული იგი უძღებისა შვილისა იყო გულ-წრფელი, გადაწყვეტილი და ნამდვილი. მან სრულიად შეიგნო თავისი ცოდვა, სიმდაბლით აღიარა იგი ღვთის წინაშე, და მერმე თვით საქმით აღასრულა სინანული, ე.ი. უარ-ჰყო,...