...დელს ანგელოზიც უწოდოს და ღმერთიც: ხან ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი“ (); ხან კი: „რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ამიტომ, თუ ეს ასე უნდა მივიღოთ, ასე უნდა გავიგოთ: მღვდლებთან ერთად, მათი თანდასწრებით, შესაფერისი კეთილწყობილებით, როცა ისინი იწყებენ და წინ მიუძღვიან, მეც მივყვები, გავყვები და გიგალობებ შენ: „რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი“ (). ხედავ დიდ მადლიერებას? ხედავ დაძაბულ ყურადღებას? ის ისე არ იქცევა, როგორც ზოგიერთი მოშვებული და მოდუნებული: მიღებამდე თითქოს მგზნებარენი არიან, მიღების შემდეგ კი ჩაცხრებიან; არამედ ეს კაცი მიღებამდეც დაჟინებულია და მიღების შემდეგაც განუწყვეტლივ მადლიერებაში რჩება. აქედან კი ჩანს, რომ იგი ხალასსა და საუკეთესო ლოცვას აღავლენდა, რადგან ღმერთმა შეისმინა....