წინასწარმეტყველება მალაქიასი 2:10
9. და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა.10. არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად, რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა?11. დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა.
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 2